-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილი - აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან
აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ
ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭიათურაში განაცხადა, სადაც, რეაბილიტირებული საბაგირო დაათვალიერა.
-
2021-09-02 ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შუა გორაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, გამოჩენილი მათემატიკოსის და დამსახურებული მასწავლებლის ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.