-
2021-09-11 ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს - მთავარი, რაც მინდა გითხრათ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ჩამოვყალიბდეთ მიზანზე და თქვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული წელი უნდა გაახლოებდეთ ამ მიზანს
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს თანამედროვე ევროპული ტიპის განათლების სისტემა ქვეყანაში და ყველა ის რეფორმა, რაც დაწყებული აქვს ბატონ მიხეილ ჩხენკელს, ამ დიდ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
-
2021-09-11 პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს.