-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრი მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.
-
2021-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის ხელმძღვანელმა ციცინო გაბედაურმა უმასპინძლა და რეაბილიტირებული მუზეუმი და გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრმა დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ დუშეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა.
-
2021-09-10 ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ამიერკავკასიაში უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი არის საუკუნის პროექტი და ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, იმიტომ, რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება, შესაბამისად, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ასევე - მთლიანად რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-09-10 პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.