-
2021-08-31 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო
ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოსვლის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადასცა.
-
2021-08-31 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-08-30 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-08-27 ირაკლი ღარიბაშვილი - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა.
-
2021-08-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა.
-
2021-08-27 პრემიერ-მინისტრი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ეწვია.
-
2021-08-27 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერმა ბაზამ ხელი შეუწყოს ფოთის ეკონომიკურ განვითარებას
ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-08-27 პრემიერ-მინისტრი ფოთის სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ დევნილებს მათი პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაჰპირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის სანაპირო ბაზასთან მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
-
2021-08-27 პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია.
-
2021-08-26 პრემიერ-მინისტრმა ჩხოროწყუში მშენებარე ტაძარი მოინახულა და დაათვალიერა კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.
-
2021-08-26 ირაკლი ღარიბაშვილი - მისასალმებელია სახელმწიფოს მიდგომა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს
მისასალმებელია სახელწიფოს მიდგომა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეს ახალ სკოლაში განაცხადა.
-
2021-08-26 საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მათი თანამშრომლებისა და ოჯახების უსაფრთხო და სწრაფ ევაკუაციაში დახმარებისთვის მადლობას უხდის
ბატონო პრემიერ-მინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მთელი მისი გუნდის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ავღანეთიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხო და უსწრაფეს ევაკუაციაში დახმარებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეოგორიევას ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
-
2021-08-26 საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით
საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ავღანეთში ნატო-ს RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი და ასრულებდა ურთულეს სამხედრო მისიას ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილებში.
-
2021-08-26 ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-08-25 ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის კლინიკაში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
-
2021-08-25 ირაკლი ღარიბაშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
-
2021-08-25 ირაკლი ღარიბაშვილი უხუცესებს - მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა 2023 წელს, უშგულის გზა - 2022 წელს დასრულდება; იწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, რეაბილიტირდება თეთნულდი, ლაღამი გახდება ახალი ტურისტული ცენტრი
მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-08-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.
-
2021-08-24 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; დაშვებული სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე გაიმართება
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-08-24 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
დღეს ქართული სახელმწიფო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია.
-
2021-08-23 ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის" დააჯილდოვა.
-
2021-08-23 ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
-
2021-08-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ყირიმის პლატფორმის სამიტზე
მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.
-
2021-08-23 ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
-
2021-08-22 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
-
2021-08-22 ირაკლი ღარიბაშვილმა კიევში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და ჰოლოდომორის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
-
2021-08-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.
-
2021-08-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადებები.
-
2021-08-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ასევე არსებული გამოწვევები იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც დღეს კიევში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.
-
2021-08-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს კიევში გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე კიევშია. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი რეზნიკოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი დახვდნენ.
-
2021-08-22 ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.
-
2021-08-21 საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა.
-
2021-08-21 ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.
-
2021-08-20 პრემიერ-მინისტრი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.
-
2021-08-19 ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, გურიაში თხილის საწარმოს ეწვია.
-
2021-08-19 პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა.
-
2021-08-19 ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა ჩვენთვის პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ახლადაშენებულ სკოლას ეწვია. მთავრობის მეთაურმა 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
-
2021-08-19 ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის და ახლობლების ჯანმრთელობას
ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
-
2021-08-18 ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
ხულო-ზარზმის 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.
-
2021-08-18 ირაკლი ღარიბაშვილი - შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-08-17 ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულდა, 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს; სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მზადაა ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, სადაც მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, - განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.
-
2021-08-17 ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან
პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხელ ჩხენკელსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
-
2021-08-17 ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად ე.წ. „ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
-
2021-08-17 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-08-16 პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
-
2021-08-16 მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე.
-
2021-08-16 პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მულმანს შეხვდა.
-
2021-08-16 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად, სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნება. პრემიერის დავალების შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, პარალელურად, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი დახმარებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.
-
2021-08-15 საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.
-
2021-08-14 ირაკლი ღარიბაშვილი - ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს; ვერცხლის მფლობელებს, მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო - 250 000 ლარი
მოგეხსენებათ, წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო - 250 000 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-08-14 ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფოს პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
-
2021-08-14 ირაკლი ღარიბაშვილი ფერმერებს - სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარების თანმიმდევრულ პოლიტიკას და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას აგრობიზნესით დაინტერესებული მოქალაქეების მხარდასაჭერად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ფერმერების საჭიროებებით დაინტერესდა და მათ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდასაჭერად ხორციელდება.
-
2021-08-14 კახეთში მეღვინეობის მიმართულებით ყოველწლიურად 350 მილიონი ლარი შედის, რაც დაახლოებით 7-ჯერ მეტია 2012 წლამდელ მაჩვენებელზე
უახლოეს წლებში გურჯაანში გაიხსნა 100 ღვინის მარანი და დაფინანსდა 20 ახალი სასტუმრო, ქვეყნის მასშტაბით გაშენებულია 13 000 ჰა ახალი ხეხილის ბაღები. კახეთში მეღვინეობის მიმართულებით ყოველწლიურად 350 მილიონი ლარი შედის, რაც დაახლოებით 7-ჯერ მეტია 2012 წლამდელ მაჩვენებელზე
-
2021-08-14 გურჯაანში მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებულია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი, რომელიც გადანაწილებულია ახალ ბაღებში, გადამმუშავებელ მრეწველობაში, სამაცივრე და შემნახველ მეურნეობებში, ეკოტურისტულ და აგროტურისტულ ობიექტებში
მხოლოდ პროექტ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, დამატებით სხვადასხვა სახელმწიფო პროექტით გურჯაანში 100 მილიონი ლარი ინვესტირდა, საერთო ჯამში, გურჯაანში მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ინვესტირებულია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი, რომელიც გადანაწილებულია ახალ ბაღებში, გადამმუშავებელი მრეწველობაში, სამაცივრე და შემნახველ მეურნეობებში, ეკოტურისტულ და აგროტურისტულ ობიექტებში.
-
2021-08-13 თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში „ისტორიული 7 ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარება
ქალაქ თელავში იწყება ცნობილი პროექტის "ისტორიული 7 ბორცვის" განხორციელება, მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები, თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
-
2021-08-13 2012 წლის შემდეგ ინფრასტრუქტურის მიმართულებით მოხერხდა ჯამში 7 000 კმ-მდე გზის რეაბილიტირება
2012 წლის შემდეგ ინფრასტრუქტურის მიმართულებით: დაიგო 152 კმ მაგისტრალური გზა, რეაბილიტირდა და დაიგო 2859 კმ შიდა გზები, ჯამში, მოხერხდა 7000 კმ-მდე გზის რეაბილიტირება. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით: სახელმწიფო პროექტების დახმარებით შეიქმნა 1000-ზე მეტი საწარმო, გაშენდა 13 000 ჰექტარზე მეტი ახალი ბაღები.
-
2021-08-13 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2021-08-13 მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით 2012 წლის შემდეგ მოსავლიანობა თითქმის 6-ჯერ გაიზარდა
მოსავლიანობა გაიზარდა 52 000 ტონიდან - 300 000 ტონამდე, გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი, ღვინის ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 39-დან გახდა 300-ზე მეტი, 10 წლის პერსპექტივაში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის ექსპორტი უნდა შეადგენდეს 1 მილიარდ აშშ დოლარს.
-
2021-08-13 ირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს
მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შატო ზეგაანში, მეღვინეებთან შეხვედრაზე განცხადა.
-
2021-08-13 პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა.
-
2021-08-13 ირაკლი ღარიბაშვილი - დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითია
დიდგორობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ძლიერების, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლო და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გასაოცარი სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დიდგორობაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-08-12 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
-
2021-08-12 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირით ცალკეული შეზღუდვები წესდება
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
-
2021-08-11 ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-08-11 ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ კოხტის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტის ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა.
-
2021-08-10 ირაკლი ღარიბაშვილი დმანისში „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში“ იმყოფებოდა, სადაც სტუდენტები, პროფესიულ განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც დაეუფლებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დმანისში, სოფელ განახლებაში, „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას" ეწვია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებულია მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.
-
2021-08-10 ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდარის სკოლაში - 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლას ეწვია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
-
2021-08-09 2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-08-09 ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები
ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2021-08-09 საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით ალიანსთან შეთანხმებული გეგმის განხორციელება
ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით ალიანსთან შეთანხმებული გეგმის განხორციელება, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ლოგიკური დასრულება.
-
2021-08-09 საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია ხელშესახები პროგრესის მიღწევა სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით
ხელშესახები პროგრესის მიღწევა სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის დაწყება და მისი მიმდინარეობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია, ოკუპაციის საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება.
-
2021-08-09 საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
მშვიდობიანი გზით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, არსებითი პროგრესი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
-
2021-08-09 2030 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებია
აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ყოვლისმომცველი ალიანსის ჩამოყალიბება გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცება.
-
2021-08-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება; მოქმედი რეგულაციების აღსრულება კიდევ უფრო მკაცრდება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
-
2021-08-09 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-08-08 ირაკლი ღარიბაშვილი - მე ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით; მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა
დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი „ფაიზერის" ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც"ფაიზერის" პირველი დოზით აიცრა.
-
2021-08-08 ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია
დღევანდელი დღე ჩვენი, ყველას ტკივილია, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან; ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი თავის თავზე ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლეობამ გადაიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2021-08-08 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით, მჯერა, დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება
ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2021-08-08 რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
-
2021-08-07 საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა
საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
-
2021-08-06 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო, როგორც აშშ-ის და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას
მსურს, ყველას მოგილოცოთ მრავალეროვნული სწავლების - „მტკიცე სულის" წარმატებით დასრულება; წელს ეს სწავლება გამორჩეული იყო, რადგან ის საიუბილეოა, მეათე სწავლებაა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-08-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერს შეხვდა.
-
2021-08-05 ირაკლი ღარიბაშვილი - 6 თვის განმავლობაში 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა ბიუჯეტი, ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას
ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა; ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი;
-
2021-08-05 ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება
ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება სამიზნე ინდიკატორები მშპ-სთან მიმართებით: • 2026 წლიდან - 2,0%; 2030 წელი - 1,5%.
-
2021-08-05 მთლიანი შიდა პროდუქტი - ერთ სულ მოსახლეზე
მთლიანი შიდა პროდუქტი - ერთ სულ მოსახლეზე (ppp): 2026 წელი - 24 039 აშშ დოლარი; 2030 წელი - 31 030 აშშ დოლარი.
-
2021-08-05 ბიზნესგარემოზე ორიენტირებული რეფორმები
2021-2030 წლებში - ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა.
-
2021-08-05 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე და არ გამართონ აკრძალული ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2021-08-05 ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა. ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
-
2021-08-04 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას
ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
-
2021-08-04 2030 წელს იუსტიციის სახლი ყველა რეგიონში აშენდება
ამჟამად მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება: წყალტუბოს იუსტიციის სახლის და კასპის და ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება: სამტრედიის, ხაშურის და ზესტაფონის იუსტიციის სახლების მშენებლობა. 2023 წლამდე გაიხსნება: თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები; ასევე, გაიხსნება ტოლების, სიღნაღის, ზოტის, სუფსის, შროშის, ცაიშის, ხელვაჩაურის და ნუკრიანის (რომელიც 2016 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა) საზოგადოებრივი ცენტრები. იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა იგეგმება თბილისშიც.
-
2021-08-04 ამოქმედდება „მობილური იუსტიციის სახლები“
სერვისების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის განხორციელებას, რომლის კონცეფციის თანახმად, მოქალაქეს სახელმწიფო სერვისის გამცემი უწყება თავად მიაკითხავს საცხოვრებელ ადგილზე. იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები), წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით, იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებული არიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე, სოფელშივე მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში უხდებოდათ გამგზავრება. თავის მხრივ, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა არამხოლოდ დაზოგოს ხარჯები, რომელიც ამა თუ იმ სოფელსა და ქალაქში გასამგზავრებლად სჭირდებოდა, არამედ დროულად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
-
2021-08-03 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში
ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა; დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-08-03 საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო სამედიცინო საშუალებით
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო სამედიცინო საშუალებით
-
2021-08-03 სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების რიცხვი გასამმაგდა
ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების რიცხვი გასამმაგდა.
-
2021-08-03 გაუმჯობესდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განხორციელდება ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომა საქართველოს უპირატესი საექსპორტო (მ/შ DCFTA-ს) შესაძლებლობებით
ახალი იმპულსი მიეცემა დიალოგს ჰუმანიტარულ და უფლებრივ თემებზე და თანამშრომლობას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, გააქტიურდება შერიგების პროცესი.
-
2021-08-03 გაფართოვდება საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის
განვითარდება ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური სავაჭრო და ბიზნეს კავშირები.
-
2021-08-03 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა არ დადგეს მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-08-02 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას
მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, გამოვხატო მადლიერება პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, თითოეული პოლიციელის მიმართ, იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2021-08-02 2021 წლის 2 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-08-02 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-08-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.
-
2021-08-01 ირაკლი ღარიბაშვილი- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.