-
2021-06-10 ირაკლი ღარიბაშვილი - ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო
დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
-
2021-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. აღინიშნა, რომ მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.
-
2021-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს.