-
2021-05-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლებს.
-
2021-05-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
-
2021-05-04 გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-05-04 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ფართოვდება, მიმდინარე კვირიდან პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან
ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.