-
2021-03-31 პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ.
-
2021-03-31 ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
-
2021-03-30 ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესს - გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონების დონეზე
გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა, ვართ კიდეც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - გაფართოებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
2021-03-30 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან
კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-03-29 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 მარტის №490 განკარგულების თანახმად, 2021 წლის 29 მარტიდან, გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. ყველას აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.
-
2021-03-29 ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს
მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2021-03-29 გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.
-
2021-03-29 ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისა და შესაბამისი შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-03-28 ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.
-
2021-03-28 ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ხანგრძლივ პარტნიორობაზე.
-
2021-03-27 მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“
გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.
-
2021-03-27 საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის, მაკა ფერაძის ხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-26 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, ვირტუალურად გაიმართა.
-
2021-03-25 პრემიერ-მინისტრმა „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში „ალიანს ცენტროპოლისის" კომპლექსის მშენებლობა გახსნა, რომლის საძირკველშიც სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი - გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში და მეორე - თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული
ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი - ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე - თუ ისინი გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი - თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი
თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე - დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს ორი თვით ადრე
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ორი თვის შემდეგ აქციის გამართვას, - დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას აანონსებს ორი თვით ადრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ს სენატში გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში
მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ბატონ ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი შეფასებისთვის და ობიექტურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე - აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება
სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
-
2021-03-25 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს
ეს არის უდიდესი დღესასწაული არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
-
2021-03-23 სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-23 დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს - მჯერა, საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ქართველი და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-23 ირაკლი ღარიბაშვილმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენების საკითხზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს დანიელ მაკსუინს შეხვდა.
-
2021-03-23 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები.
-
2021-03-22 პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
-
2021-03-22 გერმანიის ელჩი - პრემიერ-მინისტრს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში
შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
-
2021-03-22 საფრანგეთის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს - ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
-
2021-03-21 ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს.
-
2021-03-21 ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის.
-
2021-03-20 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა სტელა კირიაკიდისიმ COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარს სტელა კირიაკიდისის ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
-
2021-03-19 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
-
2021-03-18 ილია დარჩიაშვილი - საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება
დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-03-18 ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.
-
2021-03-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შეჯამებით დაიწყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი, რომლის ფარგლებში შეხვედრები შედგა უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ისე - ნატოში, ძალიან წარმატებული იყო.
-
2021-03-18 2021 წლის 18 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
-
2021-03-17 ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს სათავო ოფისში უმასპინძლა.
-
2021-03-17 ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2021-03-17 პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის დევიდ სასოლის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
-
2021-03-17 პრემიერ-მინისტრი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.
-
2021-03-17 ირაკლი ღარიბაშვილმა და მარინა კალიურანდმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა.
-
2021-03-17 პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.
-
2021-03-16 ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვალდის დომბროვსკისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისს შეხვდა.
-
2021-03-16 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი
2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.
-
2021-03-16 პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
-
2021-03-16 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
-
2021-03-15 ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ცივილიზებული ევროპის და ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში
მთელი ცივილიზებული ევროპის და, ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2021-03-15 ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა.
-
2021-03-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება
პრეზიდენტი მიშელი საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროპულ საბჭოში მასპინძლობს.
-
2021-03-15 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
-
2021-03-13 წყალტუბოში იუსტიციის სახლი შენდება
იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა წყალტუბოს მცხოვრებთ უახლოეს ხანში შეეძლებათ.
-
2021-03-13 სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღები აშენდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა.
-
2021-03-12 ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში მემორანდუმები გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.
-
2021-03-12 პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
-
2021-03-12 ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის ხელისუფლების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ შარლ მიშელის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო ჩართულობას ევროკავშირის მიერ ინიციირებულ პოლიტიკურ დიალოგში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ხელისუფლების მზაობას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-03-11 მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აურელიუ ჩოკოი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-11 შვეიცარიის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-11 ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-03-11 2021 წლის 11 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.
-
2021-03-11 ბორჯომში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს
2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან.
-
2021-03-10 მარკ კლეიტონი - პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
-
2021-03-10 ხაშურში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს
200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
-
2021-03-10 ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს.
-
2021-03-10 მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.
-
2021-03-10 მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა.
-
2021-03-10 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა.
-
2021-03-09 კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს - აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
-
2021-03-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები.
-
2021-03-06 სახელმწიფოს მხარდაჭერით ქარელში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ქარელის მუნიციპალიტეტში კომბინირებული საკვების საწარმო შეიქმნა.
-
2021-03-05 „ჰერითიჯის“ ფონდი: რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა
2021 წლის „ჰერითიჯის" ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.
-
2021-03-05 გურიაში სოფელ შრომაში და სოფელ გუთურში საჯარო სკოლები აშენდა
გურიის რეგიონში დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მშენებლობა.
-
2021-03-05 პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.
-
2021-03-05 სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-05 ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-04 პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს
მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და ის იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-03-04 2021 წლის 4 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2021-03-04 ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.
-
2021-03-04 ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის; ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას
შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-03-04 ირაკლი ღარიბაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ; საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ
საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-03-04 პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა
მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ გამოთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა, კითხვები ბუნებრივია, არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი, დასაბუთებული, პროფესიონალური და კვალიფიციური პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-03-04 ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-02 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-02 ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს - ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-03-02 ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ გამოვხატე დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია
დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.