-
2021-02-08 გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს - ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა
ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-02-08 გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
-
2021-02-08 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.