-
2021-02-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშს დაესწრო, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დღეს საგაზაფხულო სესიაზე წარდგა.
-
2021-02-03 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - პირბადეების გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2021-02-03 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 15 792 ტესტი, რომლის შედეგად 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 788 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-03 გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს
საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.