-
2021-02-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა
„ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო
რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც უკავშირდება დღეს ჩატარებულ ოპერაციას, დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველაზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას
მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.