-
2021-02-14 დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ ჯამში 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.
-
2021-02-14 საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
-
2021-02-14 უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება
უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, მდ. მტკვარზე 119 მეტრის სიგრძის ახალი ხიდი შენდება. ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ შენდება.