-
2021-02-12 ოზურგეთის 1000 მოსწავლეზე გათვლილ N1 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ინოვაციების ცენტრი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
-
2021-02-12 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში".
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების რგოლი რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურანალისტებს განუცხადა.
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია დაათვალიერა
ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან ერთად დაათვალიერა.
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა
გიორგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ვინც მე შემხვედრია საქართველოში - მარტივად და სწრაფად შემსრულებელი იმ ამოცანის, რომელიც შეიძლება ვიღაცას რთული მოეჩვენოს; ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, უკვე საკმაო პერიოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.
-
2021-02-12 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა
მოეწყო ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.
-
2021-02-12 გიორგი გახარია - სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი საწარმოების შექმნას და ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში განაცხადა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში" დაათვალიერა.
-
2021-02-12 გიორგი გახარია - მოსწავლეების უსაფრთხოება და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და მის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
-
2021-02-12 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 660 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.