-
2021-01-21 ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით, შესაბამისი განცხადებები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 დეკემბრის №2367 განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარადგინეს: ნინო ქუბინიძემ, აკაკი გიგინეიშვილმა, ივანე მახარაძემ, ეკატერინე იმედაძემ, თამარ ჭელიძემ, ვახტანგ შევარდნაძემ, ირინე ვერძეულმა, კონსტანტინე ქათამაძემ და მირიან ღოღობერიძემ, ხოლო 2020 წლის 8 დეკემბრის №2368 განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში - ნინო ქუბინიძემ, აკაკი გიგინეიშვილმა, ირაკლი ბუთბაიამ, ნათია კუკულაძემ, ოლია ვოტმა, თამარ ჭელიძემ, ვახტანგ შევარდნაძემ, ირინე ვერძეულმა, კონსტანტინე ქათამაძემ და მირიან ღოღობერიძემ.
-
2021-01-21 პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2021-01-21 2021 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
-
2021-01-21 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.