-
2021-01-13 საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მოქალაქეებისთვის გულის აპარატების - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ძვირადღირებული, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო.
-
2021-01-13 რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას - თქვენი ლიდერობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
-
2021-01-13 საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - საფრანგეთი საქართველოს ერთ - ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს
საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
-
2021-01-13 შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
-
2021-01-13 რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა (უბისა-შორაპნის მონაკვეთი, სოფელი შროშა).
-
2021-01-13 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა
საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-01-13 აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარიას - აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო'ბრაიენი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
-
2021-01-13 ბერდია სიჭინავა - ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 403 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.