-
2020-11-06 მერსედეს ვერა მარტინმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
СOVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევის გზები და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის საუბრის მთავარი თემები, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-11-06 კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან
კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
-
2020-11-06 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.