-
2020-11-24 პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.
-
2020-11-24 პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა
პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება, - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-11-24 საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-11-24 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.