-
2020-11-23 პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
-
2020-11-23 პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საწოლფონდის ეფექტურ მართვაზე მორიგი შეხვედრა გამართა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
-
2020-11-23 პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა
არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები იყო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით დღეს სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა.
-
2020-11-23 პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიბები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
-
2020-11-23 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 531 პირი
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.