-
2020-11-14 პრემიერ-მინისტრი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
-
2020-11-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2020-11-14 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 163 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.