-
2020-11-13 პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
-
2020-11-13 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-11-13 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.