-
2020-11-11 პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-11-11 გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს ვიზიტზე - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2020-11-11 ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 421 პირი
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.