საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2020-10-29 2020 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.

  • 2020-10-29 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

    მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ეს განსაკუთრებით აშკარაა და სახეზეა ევროპაში; ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.