-
2020-10-26 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში ჩართვის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გადამზადდებიან, - შესაბამისი დავალება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2020-10-26 ნათია მეზვრიშვილი - სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით
ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-26 ბერდია სიჭინავა - ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია - 11 370
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-26 85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
-
2020-10-26 მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა
სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.