-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს - 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.
-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს - ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის (Open Government Partnership) აღმასრულებელ დირექტორთან სანჯეი პრადანთან საუბრისას ღია მმართველობის საკითხები განიხილა.
-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებზე ისაუბრა
პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-23 ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 350 პირი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-23 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ზედამხედველობას პირბადეების გამოყენებაზე, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დადგენილი წესების 90%-ით შესრულების პირობებში, რომელიც მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებას მოიცავს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.