საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2020-10-21 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

    ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.