-
2020-10-02 საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
-
2020-10-02 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას (14 დღით თვითიზოლაცია ან შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში) ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-10-02 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.