-
2020-10-14 გიორგი გახარია - სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს
სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2020-10-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-10-14 გიორგი გახარიამ წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ ორგანიზებულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წამყვან ანალიტიკოსებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.