-
2020-10-31 მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა
Cityam: მყარი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ბანკის ლიგაში დაწინაურდა და პლანეტის საუკეთესო ქვეყნებს გაუთანაბრდა, სადაც ბიზნესის კეთება მართებულად ითვლება. საერთაშორისო ინვესტორებისადმი გახსნილობით 19 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა საქართველოში და მათ შორის უმსხვილესია ბრიტანული კომპანიების წილი
-
2020-10-31 ნათია მეზვრიშვილი - გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-31 გიორგი გახარია - ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა
მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად დააფიქსირა.
-
2020-10-30 გიორგი გახარია - მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ხვალ გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას
არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-30 ნათია მეზვრიშვილი - გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-29 2020 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-10-29 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ეს განსაკუთრებით აშკარაა და სახეზეა ევროპაში; ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-10-28 გიორგი გახარია - პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი არის მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი
ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა; დღეს ამ რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-10-28 ნათია მეზვრიშვილი - წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს
წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-28 ბერდია სიჭინავა - გრძელდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, ბოლო 24 საათში გვყავს 2 197 გამოჯანმრთელებული პირი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-27 ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
სამუშაო პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.
-
2020-10-27 გიორგი გახარია ბათუმის სტადიონის გახსნაზე - გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს, ახალ საზღვაო აკადემიებს, ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ვაშენებთ გზებს და ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის
დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-10-27 პრემიერ-მინისტრი მეთევზეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა.
-
2020-10-27 გიორგი გახარია ფოთის საზღვაო აკადემიის გახსნაზე - 7 თვის წინ, აქ იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება
დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-10-27 პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს.
-
2020-10-27 საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს
2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით.
-
2020-10-27 გიორგი გახარია - 2021 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი იქნება
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-10-26 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში ჩართვის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გადამზადდებიან, - შესაბამისი დავალება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
-
2020-10-26 ნათია მეზვრიშვილი - სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით
ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-26 ბერდია სიჭინავა - ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია - 11 370
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-26 85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა
ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
-
2020-10-26 მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი აშენდა
სამუზეუმო სივრცეში განთავსდება ის 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.
-
2020-10-25 ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 604 პირი
დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-24 ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯამში, 200-მდე ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.
-
2020-10-24 გიორგი გახარია - სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ
სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-10-24 საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-10-24 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო.
-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილი NDI-ის პრეზიდენტს - 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პანდემიის პირობებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ვიდეოკონფერენციის ძირითადი თემები.
-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს - ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის (Open Government Partnership) აღმასრულებელ დირექტორთან სანჯეი პრადანთან საუბრისას ღია მმართველობის საკითხები განიხილა.
-
2020-10-23 ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებზე ისაუბრა
პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-23 ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 350 პირი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-23 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ზედამხედველობას პირბადეების გამოყენებაზე, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დადგენილი წესების 90%-ით შესრულების პირობებში, რომელიც მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებას მოიცავს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
-
2020-10-22 2020 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-10-22 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-10-22 გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე - ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ქველმოქმედება ჩვენს ქვეყანაში
ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი აქტი, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა.
-
2020-10-22 ბერდია სიჭინავა - დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 398 პირი
დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-21 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას გააცნო
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-20 გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება
ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, ქვეყანაში არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-10-20 პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა
აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
-
2020-10-20 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა
თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 საათიდან დაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-20 უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება
თბილისისა და იმერეთის რეგიონის მსგავსად, რესტორნები მცხეთის მუნიციპალიტეტშიც 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდნენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-10-20 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-19 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა
ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.
-
2020-10-19 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება. სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
-
2020-10-17 დაიცავით წესები და შეამცირეთ COVID-19-ის გავრცელების რისკი!
თუ დაწესებულების თანამშრომელს დაუდასტურდა covid-19: ყველა თანამშრომელი, ვინც ეპიდემიოლოგის მიერ მაღალი რისკის კონტაქტად ჩაითვლება (15 წუთზე ხანგრძლივი კონტაქტი 1 მეტრზე ახლო მანძილზე ან საერთო სივრცეში დიდი ხნით ყოფნა), უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში/კარანტინში.
-
2020-10-15 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა
თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-10-15 2020 წლის 15 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა.
-
2020-10-14 გიორგი გახარია - სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს
სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2020-10-14 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-10-14 გიორგი გახარიამ წამყვანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ ორგანიზებულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წამყვან ანალიტიკოსებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
-
2020-10-12 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, თბილისში არსებული მაღალი მობილობის გათვალისწინებით, მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-10-09 ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა
ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების როლი.
-
2020-10-09 საქართველოს მთავრობა კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი
საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ.
-
2020-10-08 პირველად ისტორიაში თავდაცვის ძალები ქართული წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი" გადაეცა, მათ შორის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები.
-
2020-10-08 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსება გაიზარდა
მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი" სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო დაფინანსების ოდენობები გაიზარდა.
-
2020-10-08 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-10-08 2020 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა.
-
2020-10-08 პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2020-10-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.
-
2020-10-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.
-
2020-10-07 პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა
წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ - არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ პოლიტიკური პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-
2020-10-06 „ქართუს“ დაფინანსებით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება
პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტპარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა.
-
2020-10-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.
-
2020-10-06 გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე - უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-10-05 გიორგი გახარია - წარმატება, რომელიც პირველ ეტაპზე გვქონდა, აუცილებლად უნდა გავიმეოროთ და ამისთვის საჭიროა, სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა
ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, რომ დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-10-03 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2020-10-02 საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
-
2020-10-02 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტები სწრაფ იზოლაციას (14 დღით თვითიზოლაცია ან შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში) ექვემდებარებიან და PCR-ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩაუტარდებათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-10-02 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.