-
2020-09-07 მთავრობის მხარდაჭერით რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვეტილია და გუნდებს ყველა შესაბამისი პირობა აქვთ საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
-
2020-09-07 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
1-ელ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, გადაიდება. 15 სექტემბრიდან სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში; 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა; 15 სექტემბრიდან - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად; დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ გამართვასთან დაკავშირებით ადმინისტრირება მკაცრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-09-07 გიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე: საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და ძვირფასო რიგითებო.