-
2020-09-24 გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
-
2020-09-24 ნათია მეზვრიშვილი - ინფიცირების რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს
შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-09-24 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში.
-
2020-09-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, 2020 წლის 24 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
-
2020-09-24 2020 წლის 24 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-09-24 გიორგი გახარია - დისციპლინით და წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ გავრცელებას და ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.