-
2020-09-02 ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდებათ
1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
-
2020-09-02 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ეტაპობრივი ჩარიცხვა დაიწყო
დახმარებას მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის მონაცემებიც დარეგისტირებული იქნება პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
-
2020-09-02 გიორგი გახარია - დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, როგორც ვამბობდით, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ
დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.