-
2020-09-10 2020 წლის 10 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-09-10 გიორგი გახარია - ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას შემოდგომაზე, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან სიტუაციას სრულად ვმართავთ
ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ინფიცირების 57 შემთხვევა დღეს და 44 შემთხვევა გუშინ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-09-10 გიორგი გახარია - წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ რაგბის ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით
უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.