-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
დღეის მდომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია, რომელიც სტუდენტების მისაღებად მზად არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა.
-
2020-08-12 გიორგი გახარია - გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი
გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა
დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.