-
2020-08-31 ქვეყნის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტს - Log-in Georgia, მსოფლიო ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროექტის შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს (მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
-
2020-08-30 S&P-მა და Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა
პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, უკვე 2-მა გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ S&P-მა და Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა.
-
2020-08-30 სოფელ ჩუმლაყში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის" ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.
-
2020-08-28 მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა ამოქმედდა
საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითლი" ამოქმედდა.
-
2020-08-28 ყვარელში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა
თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო, კახეთის რეგიონის, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული.
-
2020-08-28 ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა კიდევ უფრო იზრდება
ტურიზმის სექტორზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და სექტორის მაქსიმალურად მხარდასაჭერად, პროგრამაში აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა
-
2020-08-27 რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ბაღდათში გაიხსნა
საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების - დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვ. - 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
-
2020-08-27 პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით
დღემდე პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ირიცხებოდა და პენსიონერებს პენსიის ასაღებად უხდებოდათ გრძელ რიგში დგომა, რაც ერთის მხრივ დიდი დისკომფორტის, მეორე მხრივ კი მათი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.
-
2020-08-27 2020 წლის 27 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-08-27 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200-ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც მოვაგვარეთ; გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-08-27 ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა
25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში კი ექსპორტის მაჩვენებელი 12 556 ტონას შეადგენდა.
-
2020-08-26 პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილა
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-08-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან.
-
2020-08-26 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში; 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში, სადაც ამ ეტაპზე საყოველთაო ტესტირების ბოლო ფაზა მიმდინარეობს - საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, დაბა მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
-
2020-08-26 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ
პრემიერ-მინისტრის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.
-
2020-08-26 პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-08-25 შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში საქართველოს მთავრობა დაეხმარება
საქართველოს მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დახმარება აღმოუჩინოს.
-
2020-08-24 გლოვის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2020-08-24 24 აგვისტო - საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 25 წელი გავიდა - წლების მანძილზე კონსტიტუციის პირვანდელ რედაქციაში ცვლილებები შედიოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გასწორდა არსებული ხარვეზები და ქვეყნის მთავარ დოკუმენტში დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცვლილებები აისახა.
-
2020-08-24 მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
2020-08-22 თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
2020 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა!
-
2020-08-22 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლა აშენდა
თანამედროვე სტანდარტების სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
-
2020-08-22 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე
http://daxmareba.moh.gov.ge/ - სპეციალური პორტალი, რომელზე რეგისტრაციაც აუცილებელია 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად
-
2020-08-22 ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნა
13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე, სადაც დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
-
2020-08-22 პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.
-
2020-08-22 გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზა გახსნეს - მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი - ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.
-
2020-08-21 UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვების საყოველთაო ფულადი დახმარება ეფექტიანი მოდელია
UNICEF-ის კვლევის თანახმად, 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტიანი მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად; ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.
-
2020-08-21 ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე გრძელდება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" ფარგლებში, ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
-
2020-08-20 ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება.
-
2020-08-20 საქართველოს მთავრობის პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“
მას, ვინც არის ან სურს გახდეს მეწარმე, ფერმერი, ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, პროექტი შესაძლებლობას აძლევს უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს წვდომა და გამარტივებული მომსახურება მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
-
2020-08-20 პროგრამას ,,დანერგე მომავალი'' კომპონენტი ემატება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი" კომპონენტი ემატება, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
-
2020-08-20 ბექა ლილუაშვილი - მაღალი დონის ექსპერტები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში
საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა; ამ პროცესში ჩვენ ჩართული გვყავს მაღალი დონის კონსულტანტების ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით; ერთ-ერთი ჯგუფი შედგა USAID-ის დახმარებით, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ეკონომისტებით.
-
2020-08-20 პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად კოოპერატივს - „რაჭის ნატურალური პროდუქტები“ ესტუმრა, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურში, კოოპერატივში - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" იმყოფებოდა, რომელიც 11 მეწარმეს აერთიანებს.
-
2020-08-20 პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია.
-
2020-08-20 გიორგი გახარია - პროგრამით „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სერვისები, რასაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უკეთებს, მიგვაქვს მოქალაქესთან იქ, სადაც ის ცხოვრობს
ჩვენ დღეს ვიწყებთ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა არაუშავს, კრიზისულ პერიოდში ეს კარგი და ეფექტური ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-08-20 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, „მეღვინეობა ბარაკონი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ღვინის მარანი - „მეღვინეობა ბარაკონი" დაათვალიერა.
-
2020-08-20 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდებს მასპინძლობს და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
-
2020-08-20 2020 წლის 20 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა.
-
2020-08-20 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელიც მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-08-19 2020 წლის 20 აგვისტოს, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 8 საკითხი
-
2020-08-19 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად, თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია.
-
2020-08-19 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, ზღვისპირა კურორტებზე კი კაფე-ბარების და კლუბების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-08-19 ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-08-18 გიორგი გახარია - შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით
ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
-
2020-08-17 რიგით 81- საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში გაიხსნა
საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურისა და მიმდებარე სოფლების - გუთურის, დაბლაციხის, ფარცხმის, ჩაისუბნის, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების, ამაღლების, გორაბერეჟოულის, ერკეთის, ზემო და შუა სურების, ბუკისციხის, დიდი ვანისა და სხვ. - 24 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
-
2020-08-17 პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა
Fitch-ის პოზიცია ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.
-
2020-08-17 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან.
-
2020-08-17 როგორ ვატაროთ პირბადე უსაფრთხოდ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები - როგორ ვატაროთ პირბადე უსაფრთხოდ
-
2020-08-16 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/
-
2020-08-15 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-08-15 პრემიერ-მინისტრი სამებაში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
-
2020-08-14 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.
-
2020-08-13 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
-
2020-08-13 2020 წლის 13 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2020-08-13 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
დღეის მდომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია, რომელიც სტუდენტების მისაღებად მზად არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა.
-
2020-08-12 გიორგი გახარია - გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი
გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა
დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.
-
2020-08-12 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-08-10 ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს 4 მილიონი პირბადე გადასცა
ადგილობრივი წარმოების 4 მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ" შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
-
2020-08-10 აპლიკაცია STOP COVID
STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის.
-
2020-08-09 პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2020-08-08 ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე გრძელდება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" ფარგლებში, ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
-
2020-08-08 გიორგი გახარია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ამ ტრაგიკულ დღეს, ახლა აქ ხდება, მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან პერსონალური, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე.
-
2020-08-08 გიორგი გახარია - თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას
თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2020-08-08 გიორგი გახარია - აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში
8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2020-08-08 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
-
2020-08-07 გიორგი გახარია - არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით
არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
-
2020-08-07 სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა - გიორგი გახარია რაჭაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
-
2020-08-07 გიორგი გახარია - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად.
-
2020-08-06 საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა
მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა.
-
2020-08-06 პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ, ყველანი ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით მძიმე კრიზისს და პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალურად ფართო წრეებისა იქნება თანმიმდევრული და გონივრული, აუცილებლობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-08-06 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-08-06 2020 წლის 6 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილა.
-
2020-08-05 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე გაიხსნება ბიბლიოთეკები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.
-
2020-08-03 ატმის და ვაშლატამის ექსპორტი 67%-ით გაიზარდა
წელს საქართველოში ატმისა და ვაშლატამის მოსავლის აღება წარმატებით მიმდინარეობს - პროცესი აქტიურ ფაზაშია, ექსპორტი კი წინა წელთან შედარებით 67%-ით მეტია.
-
2020-08-03 კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.