-
2020-07-02 პროგრამაში ,,დანერგე მომავალი'' ცვლილებები შევიდა
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა.
-
2020-07-02 ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერებსა და მეწარმეების მხარდასაჭერად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის.
-
2020-07-02 გამოსაცდელები გამოცდის დაწერას პირბადის გარეშე შეძლებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა.
-
2020-07-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშთან.
-
2020-07-02 კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადავეცით
კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა - წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
-
2020-07-02 2020 წლის 2 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-07-02 პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს
იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-07-02 პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს
მთავრობა პარლამენტს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადების ინიციატივით მიმართავს, - ცვლილებები, პრემიერ-მინისტრის დაპირების შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.
-
2020-07-02 გიორგი გახარია - 1 ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალური აგენტებს
1 ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-07-02 მთავრობამ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარს ღიას და კონკურენტულს ხდის და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს
ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-07-02 გიორგი გახარია - აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პროცესში შეეძლება, რომ მოიხსნას პირბადე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, საგამოცდო ოთახში შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა
იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილას, დაჯდეს მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დამცავი ბარიერით, გამოცდის ჩაბარების პროცესში შეეძლება, რომ მოიხსნას პირბადე, რადგან დისტანცია იქნება დაცული.
-
2020-07-02 გიორგი გახარია - ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნებით - ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ
პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-07-02 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს, დამატებული იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის
ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-07-02 გიორგი გახარია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.