-
2020-06-30 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსიას 30 ლარით ვუზრდით
ხვალიდან, 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.
-
2020-06-30 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება; დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-06-29 პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება, - ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
-
2020-06-29 პრემიერ-მინისტრმა ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.
-
2020-06-29 გიორგი გახარია მეზღვაურის საერთაშორისო დღეზე - შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და მეზღვაურიც მომავლის პროფესიაა
შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2020-06-29 გიორგი გახარია - მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა
მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
-
2020-06-27 ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა
პროექტის ფარგლებში ქუთაისს - 60, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.
-
2020-06-27 79-ე საზოგადოებრივი ცენტრი ჭიათურაში გაიხსნა
საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების - კაცხის, მანდაეთის, ნიგოზეთის, პერევის, რგანის, გეზრულის, ვაჭევის, ზოდის, სარქველთუბნის, სვერის, ქვაციხის, წირქვალის, ხვაშითის და სხვ. - 53 000 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.
-
2020-06-27 6 წელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან
2014 წლის 27 ივნისს, 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და წარმოადგენს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს.
-
2020-06-26 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა პარლამენტში
მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ემოციური მომენტებიც არსებობდა, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, დიდწილად, მე, არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველას მწუხარება გვალაპარაკებდა.
-
2020-06-26 გიორგი გახარია - ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ ვიმყოფები პარლამენტში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება
დღეს ფაქტობრივად, მესამე მოსვლაა პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
-
2020-06-25 მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი
საგადასახადო სისტემის დახვეწის უწყვეტი პროცესი მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობს.
-
2020-06-25 კიდევ 496 დევნილ ოჯახს, საცხოვრებელ ფართები დაუკანონდა
დევნილებს უძრავი ქონება დაუკანონდათ შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, სენაკი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წყალტუბო, ქობულეთი, საჩხერე, სამტრედია, გორი, ხაშური, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, ახალციხე გურჯაანი, სიღნაღი, მცხეთა.
-
2020-06-25 2020 წლის 25 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2020-06-25 გიორგი გახარია - 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს
496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-25 გიორგი გახარია - სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები უმარტივესად ჩამოიწერება, რაც ბიზნესს გაუმარტივებს ოპერირებას
ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-25 გიორგი გახარია - ჩვენი ფუნქცია რეგიონში არის პირველ რიგში, უსაფრთხოება, სიმშვიდე და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, ჩვენი, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-24 პრემიერ-მინისტრმა NCDC-ის ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
-
2020-06-22 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
-
2020-06-22 საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-06-22 პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა - 8, ასე თუ ისე, წყაროს ვხედავთ, თუმცა, მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-19 მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა
საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.
-
2020-06-18 გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-06-18 პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, 20 ივნისსა და რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
-
2020-06-18 გიორგი გახარია - მინდა, სამედიცინო დარგის თითოეულ სპეციალისტს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის, ეფექტური და მაღალი პროფესიონალური შრომისთვის, რომელიც მათ ბოლო 4 თვის განმავლობაში აჩვენეს
ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის განსაკუთრებით სავსე იყო გამოწვევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
-
2020-06-18 საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.
-
2020-06-17 ლელა აქიაშვილი - სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, რომელნიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს.
-
2020-06-17 მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა; შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად, მუშაობას მუზეუმებიც განაახლებენ
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.
-
2020-06-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2020-06-16 ლელა აქიაშვილი - მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მხარს უჭერს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ოჯახში თანასწორობის მიღწევას
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარებულ კამპანიებს და არა ერთ ნაბიჯს, რაც მთავრობის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის შედეგად გადაიდგა, მოჰყვა პროგრესი.
-
2020-06-15 გიორგი გახარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - დღეს არის 15 ივნისი, გაიხსნა შიდა ტურიზმი და კახეთის რეგიონს გაუმართლა, რადგან მას როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები - ელჩები
პირველ რიგში, მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია დღეს ამ შეხვედრის აქ გაკეთება, რადგან დღეს არის 15 ივნისი და საქართველოში გაიხსნა შიდა ტურიზმი. კახეთის რეგიონს გაუმართლა, რადგან მას როგორც ტურისტები, ეწვივნენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მეგობრები - ჩვენი ელჩები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.
-
2020-06-15 ნათია მეზვრიშვილი - საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში
ჩვენ დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-06-15 მთავრობამ განსაზღვრა სივრცეები, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.
-
2020-06-13 პრემიერ-მინისტრი მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა
13 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის; ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია, რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-06-13 გიორგი გახარია - მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში
მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ შევიძინე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2020-06-13 გიორგი გახარია - ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა
ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2020-06-13 გიორგი გახარია - ვუსამძიმრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 13 ივნისს ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის, უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე
2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
-
2020-06-12 გიორგი გახარია - ნებისმიერი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს მიდგომაში პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება იყო, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა ისე, რომ რისკი არ შევუქმნათ ადამიანის ჯანმრთელობას და ნებისმიერი, ამ ორი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-12 პრემიერ-მინისტრი სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნებულ მოქალაქეებს შეხვდა
პირველ რიგში, გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად შეხვდა.
-
2020-06-12 მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.
-
2020-06-11 გიორგი გახარია - ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-06-11 2020 წლის 11 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
-
2020-06-11 გიორგი გახარია - ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა არ არის ცნობილი, მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ
დღეს, 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც, დღეის მდგომარეობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართლის გუბერნატორი იმყოფებოდნენ.
-
2020-06-10 საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს შემოდგომიდან ახალი სკოლა ექნება - სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა
საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.
-
2020-06-10 გიორგი გახარია - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ
სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის" საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-06-10 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება - სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა
2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
-
2020-06-10 პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და პირადად მიიღო ინფორმაცია პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე.
-
2020-06-10 გიორგი გახარია ფერმერებს - სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს
ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-06-09 პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციები შესაბამის უწყებებთან განიხილა
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს, - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.
-
2020-06-09 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებები - ანტიკრიზისული ბიუჯეტი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართა.
-
2020-06-09 გიორგი გახარია - ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, აქ გააზრებულია ყველაფერი და გათვლილია თითოეული რისკი
სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს ეს ბევრი არ არის, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია პირველწყარო.
-
2020-06-08 გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-06-05 გიორგი გახარია - ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა გაგრძელდება
ქუთაისი, ისტორიაში პირველად, უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, - ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა.
-
2020-06-05 გიორგი გახარია - ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს, როდესაც ეპიდემიას და მის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებს ვებრძვით, ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წყალტუბოში, სასათბურე მეურნეობა „ჰერბიაში" დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-06-05 გიორგი გახარია ტურიზმის სექტორს - ჩვენი ამოცანაა ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც და ყველაფერი, ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება.
-
2020-06-05 პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „ნიუ პორტი" შეემატება, - ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.
-
2020-06-05 პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს, - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა...
-
2020-06-05 პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, - საქართველოს მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
-
2020-06-05 კრიზისების მართვის კუთხით არსებული კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება იქნება მთავრობის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის.
-
2020-06-04 COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში
მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ორი მიმართულებით - მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად.
-
2020-06-04 ბექა დოჭვირი - სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
დღეს ჩვენ განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე; რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
-
2020-06-04 2020 წლის 4 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილა.
-
2020-06-04 საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს
როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
-
2020-06-04 გიორგი გახარია მთავრობის წევრებს - ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა
ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-04 გიორგი გახარია - ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-04 გიორგი გახარია - მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე, ხოლო მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათას ლარამდე გაიზარდა
მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზედ ეფექტურად მუშაობდა ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე და გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-04 გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვთა უფლებებსა და სამართლებრივ პროცესებზე
ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-06-01 კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის მხარდაჭერის ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს, - კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-06-01 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პირბადეების გამოყენების წესი და სოციალური დისტანცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-06-01 პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-06-01 გიორგი გახარია - ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები, საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
„დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.