-
2020-05-22 ირაკლი ჩიქოვანმა 23 მაისიდან მოხსნილ და დატოვებულ შეზღუდვებზე ბრიფინგი გამართა
დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც.
-
2020-05-22 გიორგი გახარია - რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა
რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.
-
2020-05-22 გიორგი გახარია - ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე
ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს - რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.