-
2020-05-19 პრემიერ-მინისტრი ,,მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გაეცნო
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო - გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზების ვენახები დაათვალიერა და ქარხანა - ,,მეღვინეობა მუკუზანის" სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ
ახლა ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ქართველი კაცი არის ბრძენი - მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მიუხედავად, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, მოვა არჩევნები და ამ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან
ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, შტურმში იღებდა მონაწილეობას, ან ადამიანმა, რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, ვითომ პოლიტიკოსები არიან, დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა - ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი
გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - შეცდომა არ უნდა დავუშვათ - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ
ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია
რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ.
-
2020-05-19 პრემიერ-მინისტრმა თელავში სასტუმრო “ქვევრების” მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "უმასპინძლე საქართველოში" მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება.
-
2020-05-19 გიორგი გახარია, წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-05-19 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რაშიც ჩვენს ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება
ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.
-
2020-05-19 საქართველოს მთავრობა სოფლის და ფერმერების მხარდაჭერას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს და პრემიერ-მინისტრი კახეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას ფერმერებს თავად აწვდის
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.