-
2020-04-30 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-04-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2020-04-30 საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
-
2020-04-30 სახელმწიფო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება.
-
2020-04-29 ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს.
-
2020-04-29 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.
-
2020-04-28 ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან, 28 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია, ორივე გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე
როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების, ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა.
-
2020-04-28 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
-
2020-04-27 ევროკავშირი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე
მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანების და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.
-
2020-04-27 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-04-27 რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
დილიდან, 27 აპრილიდან, დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-24 პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
-
2020-04-24 გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა
ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.
-
2020-04-24 საქართველოს მთავრობასა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის თანამშრომლობა გრძელდება
COVID-19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირებისათვის, საქართველოს წითელმა ჯვარმა დღეს 1.5 ტონა სამედიცინო და საველე აღჭურვილობა მიიღო თურქეთიდან, თურქეთის ნახევარმთვარის საზოგადოების მხარდაჭერით. მთავრობის ადმინისტრაციის, უწყებათაშორისი საბჭოს და მასთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბის დახმარებით, ტვირთმა უმოკლეს დროში და შეფერხების გარეშე გაიარა საბაჟო პროცედურები.
-
2020-04-23 ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან
ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2020-04-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2020 წლის 21 აპრილს გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოზეფ ბორელთან.
-
2020-04-22 ირაკლი ჩიქოვანი - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით მოქალაქეებს შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით
ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-21 ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების გეგმას 24 აპრილს წარადგენს
24 აპრილს, პარასკევს, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს წარმოადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა.
-
2020-04-21 საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-20 ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიორგი გახარიასთან საუბრისას COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების კუთხით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
-
2020-04-18 პრემიერ-მინისტრმა რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.
-
2020-04-17 სოზარ სუბარი - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იყოს გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან
დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნა გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-04-16 მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-04-16 საქართველოში სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო - ფონდი „ქართუ“ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ" შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
-
2020-04-16 ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა
STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
-
2020-04-16 COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ საჭიროებებზე მუშაობა გრძელდება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ქორიძესთან, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელთან, ღასან ხალილთან და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან ლუსო დოსტიბეგიანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ საჭიროებებს გაეცნო.
-
2020-04-15 ირაკლი ჩიქოვანი - ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2020-04-15 ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას Covid-19-ის პანდემიასთან გამკლავებაში შთამბეჭდავად აფასებს და სხვადასხვა საჭიროებისთვის 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ლილიანა პავლოვასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის და საქართველოში ოპერაციების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.
-
2020-04-15 ვის აქვს უფლება შევიდეს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ან გავიდეს ამ მუნიციპალიტეტებიდან?
ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში რეგისტრირებული პირები 15 აპრილის 21:00 საათიდან ვერ დატოვებენ ამ ქალაქების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიას.
-
2020-04-15 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ბრიფინგი გამართა
Covid-19-თან დაკავშირებული გლობალური პანდემიის გამოწვევა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ნეგატიურად აისახება. უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება.
-
2020-04-15 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-04-15 ირაკლი ჩიქოვანი - დღეს, 21:00 საათიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იკრძალება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 15 აპრილის, საღამოს 9 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისებიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-14 საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება; თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება; დონორი ორგანიზაციები საქართველოს 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარებიან
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-საათიდან, საქართველოს დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება, რაც მსხვილ ქალაქებში მოქალაქეთა მობილურობის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-
2020-04-13 საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს.
-
2020-04-13 მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ www.stopcov.ge-ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.
-
2020-04-13 მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2020-04-12 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და წესდება მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-11 COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
-
2020-04-11 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია
79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად.
-
2020-04-10 ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-10 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
-
2020-04-10 COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომზე.
-
2020-04-09 ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადება არის ძალიან მკაფიო და მტკიცე გზავნილი, რომ საქართველო ამ პრობლემებთან გამკლავებაში არ დარჩება მარტო
საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას წარმოადგენს, არა მხოლოდ COVID 19-თან გამკლავება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ COVID 19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
-
2020-04-09 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2020-04-09 გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან - ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი
ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2020-04-09 გიორგი გახარია - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა
ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2020-04-09 გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა და ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც იქ, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან
ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონის გადარიცხვის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-04-09 გიორგი გახარია - საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ
ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-04-09 EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციისას დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.
-
2020-04-08 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო.
-
2020-04-08 ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ქვეყანაში არის კორონავირუსის 200-ზე მეტი დადასტურებული ფაქტი, რაც იძლევა შემთხვევების რაოდენობის გაზრდის საფუძველს, შესაბამისად, აუცილებლად ყველამ დაიცვას შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშ
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-04-08 მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ჩატარდება და სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა
საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება და სპეციალური გამშვები პუნქტებია მოწყობილი, ვანის მუნიციპალიტეტი დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
-
2020-04-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან.
-
2020-04-06 მთავრობა საწარმოებში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას შეამოწმებს
საქართველოს მთავრობა საწარმოებში საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აქტიურ შემოწმებას იწყებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-04-04 გიორგი გახარია აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრაზე - ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი
ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვანაირად შეუძლებელია; ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2020-04-04 პრემიერ-მინისტრმა ბათუმში კლინიკა „მედემერჯენსი“ დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, კლინიკა „მედემერჯენსი" დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.
-
2020-04-04 პრემიერ-მინისტრი ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ერთვება, - საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.
-
2020-04-04 პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა
ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვები პროდუქტით ხოლო მეორე - 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, - გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.
-
2020-04-04 პრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში „აჭარის ტექსტილის" საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.
-
2020-04-03 გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა.
-
2020-04-03 პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან იმსჯელა
მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიების დახმარების მიზნით საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.
-
2020-04-03 პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დავალებები მისცა
ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2020-04-02 ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს
ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, - აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-04-02 გიორგი გახარია ონლაინ გაყიდვებზე - უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი- პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას
არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად და ამის შემდგომ შესაბამის შტაბში მივიღოთ მუშაობის ნებართვა, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.
-
2020-04-01 გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.