-
2020-03-28 გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, თითოეულს, მე პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში
დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს - ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2020-03-28 პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, მკაცრად გააკონტროლონ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა.
-
2020-03-28 ფრენების განრიგი
ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა (3 აპრილს).
-
2020-03-28 პრემიერ-მინისტრი ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა.
-
2020-03-28 გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, - სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გაეცნო.