-
2020-03-18 გიორგი გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.
-
2020-03-18 პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა
მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-03-18 სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
-
2020-03-18 ირაკლი ჩიქოვანი - გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას
გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
-
2020-03-18 გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.