-
2020-02-29 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2020-02-28 ნათია მეზვრიშვილი - მთავრობის მიერ შემუშავებული წესი ზრდის რეფორმების განხორციელების ეფექტიანობას
მთავრობამ შეიმუშავა და გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც თვისობრივად ცვლის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-27 2020 წლის 27 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.
-
2020-02-27 გიორგი გახარია - დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-27 გიორგი გახარია ოპოზიციასთან დიალოგზე - ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ, ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ეხებოდა.
-
2020-02-27 ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალ სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებზე, დარგობრივ საჭიროებებსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-02-27 ევრობასკეტის მასპინძლობისთვის, თბილისში 10 000 მაყურებელზე გათვლილ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს ვაშენებთ
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს.
-
2020-02-27 თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
თბილისში 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
-
2020-02-27 ეკატერინე ტიკარაძე - ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხეც არ არსებობს
ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხეც არ არსებობს - ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
-
2020-02-27 პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა
პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიური ინფორმირება დაავალა.
-
2020-02-27 გიორგი გახარია - პანიკის საფუძველი არ არის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პროცესს სრულად მართავს
ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
-
2020-02-26 პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
-
2020-02-26 გიორგი გახარია - საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში, რათა ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინოს პოლიტიკური მიღწევების კონვერტაცია კონკრეტულ მოგებაში
ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა.
-
2020-02-26 გიორგი გახარია - ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.
-
2020-02-25 საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას
ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Times-ი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის".
-
2020-02-25 საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
-
2020-02-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს
საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
-
2020-02-23 გიორგი გახარია - მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი
ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
-
2020-02-23 გიორგი გახარია - ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება
დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2020-02-22 გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილზე - სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს
თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა.
-
2020-02-21 უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი კომპლექსის - 582 ბინის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38,7 მილიონი ლარია, მშენებლობა კი, 17 თვეში დასრულდება.
-
2020-02-21 გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული
დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-21 პრემიერი „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე - ,,საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა''
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის" მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2020-02-21 გიორგი გახარია კიბერშეტევაზე - ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად
კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა.
-
2020-02-21 გიორგი გახარია - ,,ღირსეული პოლიციელი არის სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ''
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ. ბინა, აგრეთვე, გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2018 წელს დაღუპული პოლიციელის მურად (ბუტა) ანთაძის ოჯახს.
-
2020-02-21 პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
-
2020-02-20 გიორგი გახარია - გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას
„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე განაცხადა.
-
2020-02-20 გიორგი გახარია - ,,ნაციონალური მოძრაობა'' გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე
ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-02-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.
-
2020-02-19 საქართველოს დელეგაციამ ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 17-18 თებერვალს შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
-
2020-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
„გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,"- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2020-02-19 2020 წლის იანვარში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს - 262.6 მლნ აშშ დოლარი
2020 წლის იანვარში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს - 262.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა წინა წელთან შედარებით +10.0%). წინა წლების იანვარში მსგავსი მოცულობის ექსპორტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
-
2020-02-19 2020 წლის 19 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2020-02-19 გიორგი გახარია - საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 000 ჰექტარით გაიზრდება
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ - დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6 %-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა,"- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
-
2020-02-19 გიორგი გახარია - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის
საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-19 ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2020-02-18 საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან განიხილა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.
-
2020-02-18 ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
-
2020-02-14 გიორგი გახარია - ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი
სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა.
-
2020-02-14 გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუმინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ლუდოვიკ ორბანს შეხვდა.
-
2020-02-14 გიორგი გახარია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.
-
2020-02-14 გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო.
-
2020-02-14 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალბანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.
-
2020-02-14 გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-02-14 გიორგი გახარიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან შეხვედრით დაიწყო.
-
2020-02-13 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 6 პირი მონაწილეობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პირმა გამოთქვა
-
2020-02-13 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 5 პირი მონაწილეობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.
-
2020-02-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
-
2020-02-13 საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა
2019 წლის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და 5.2%-ს გაუტოლდა. 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.6%-ს შეადგენდა.
-
2020-02-13 ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
-
2020-02-12 2020 წლის იანვარში, საქართველოს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია
2020 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა 633 ათასს გადააჭარბა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდამ კი +18.9% შეადგინა.
-
2020-02-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრის მთავარი თემა.
-
2020-02-07 სათამაშოების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლი იწყება
სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.
-
2020-02-07 საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უმასპინძლა. საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც რეფორმის მაკოორდინირებელი უწყების, უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.
-
2020-02-06 სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, 2008 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით 2015 წლიდან შემოღებული საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება
საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა.
-
2020-02-06 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
-
2020-02-06 2020 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
-
2020-02-06 ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ITB Berlin 2022-ს საქართველო უმასპინძლებს
2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.
-
2020-02-06 დევნილები მიწაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის მიწის ნაკვეთი.
-
2020-02-06 პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ს მენეჯმენტი გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ - დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-06 გიორგი გახარია - ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება
მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა ამ გამოფენის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-06 ახალი კანონპროექტი - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
კერძო სექტორის გაძლიერების, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა.
-
2020-02-06 გიორგი გახარია - ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა
წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-02-04 გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა
გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის კომისიის კოორდინატორს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
-
2020-02-03 პრემიერ-მინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მქონე ჩემპიონებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
-
2020-02-03 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2020-02-01 პრემიერ-მინისტრი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.