-
2020-01-23 გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს
დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2020-01-23 პრემიერ-მინისტრი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.
-
2020-01-23 ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით დაინტერესდა
ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები, - ამის შესახებ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი კოლინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-01-23 შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.
-
2020-01-23 გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ
უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობა. რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა აქ ვიმყოფები როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
-
2020-01-23 მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.