-
2019-12-12 პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც სუამ-ის ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს
უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.
-
2019-12-12 გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას
ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-12-12 გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
-
2019-12-12 გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.