-
2019-12-11 გიორგი გახარია - მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება
მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2019-12-11 გიორგი გახარია - მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა
მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
-
2019-12-11 ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით უწყებების მაკოორდინირებელი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი
ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.