-
2019-09-18 პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-18 2019 წლის 19 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.
-
2019-09-18 გიორგი გახარია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-09-18 პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი განიხილეს
საქართველოსა და საფრანგეთს არაერთ სფეროში ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ და ვიმედოვნებ, თქვენი მისიის განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან შეხვედრისას განაცხადა.