-
2019-08-09 მამუკა ბახტაძე - მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-09 პრემიერის მრჩეველი - მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად
ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.