-
2019-08-08 პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, ქვეყანას აარიდოს განსაცდელი, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი სიცოცხლე; სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ოკუპანტ ძალას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი საოკუპაციო გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარკეთილში განაცხადა, სადაც ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
-
2019-08-08 პრემიერმა შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც - სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინდისში განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი
დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა
საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
-
2019-08-08 მამუკა ბახტაძე - ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-08-08 საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.