-
2019-08-21 მამუკა ბახტაძე - ბათუმში ხვალიდან დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით
სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, კომპანია „აიქარის" მიერ პროექტის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ
ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი"-ს კომერციულ დირექტორთან დევიდ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
-
2019-08-21 მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.
-
2019-08-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა
„მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ,", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.