-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე - ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება
ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში და გვეხმარება
პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას ვისაუბრებ ახალ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აბაშაში, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ ხალხს გვერდში ამოვუდგეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია
ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძემ - მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა
ეს ტენდენციები, რაც გვაქვს, მე მაძლევს იმედს, რომ მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
-
2019-08-16 პრემიერ-მინისტრი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში მავნებელთან ბრძოლის შედეგებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დაათვალიერა.
-
2019-08-16 პრემიერ-მინისტრი სოფელ ნაცატუში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობში ფერმერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.
-
2019-08-16 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება
ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - თანაბრად განვავითაროთ ჩვენი რეგიონები და ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ სიღარიბე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.