-
2019-07-15 პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო
თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
-
2019-07-15 მამუკა ბახტაძე - “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, წარმოაჩინოს, რომ პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა
"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში ჟურნალისტებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-07-15 მამუკა ბახტაძე - სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევ ისე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს
დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში განაცხადა.